აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 676 შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 676 შემთხვევა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს 942 პირი, ხოლო საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1 122 ადამიანი.

თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 16 ათას 379-ს აღწევს.
დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში 429 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარაში, სულ გამოჯანმრთელებულია 14 ათას 323 ინფიცირებული, აქტურ შემთხვევათა რაოდენობა კი 6274-აღწევს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 5 ადამიანი გარდაიცვალა. “ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში- 78 წლის ქალი. ბმს – 64 წლის ქალი.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრი – 72 წლის ქალი. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი – 62 წლის კაცი. ბმს – 73 წლის კაცი”, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად