აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორივე ინფიცირებული საქართველოში, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

უწყების ცნობით, ისინი კარანტინიდან გადმოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, მეორე კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც ასევე თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ორივე მათგანი, კოვიდმიმღებ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, სადაც ამ დროსითვის 18 ინფიცირებული პაციენტია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ერთი ადამიანი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად