აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 110 პაციენტი. აჭარაში, დღემდე გამოჯანმრთელებულია 38 ათას 290 პაციენტი.

უწყების ცნობით, კრიტიკულია 8 პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისთვის, აჭარაში, კლინიკაში მკურნალობას გადის 414 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -217, ონლაინ კლინიკაში – 687.
აჭარაში, ამ დროისთვის აცრილია 3916 მოქალაქე, მათ შორის „ფაიზერით“- 2466, „ასტრაზენეკათი“- 1450. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინაციის მიზნიტ რეგისტრაცია გავლილი აქვს 2 ათას 568 პირს, მათ შორის „ფაიზერზე“ 868 ადამიანს, „ასტრაზენეკას“ აცრაზე 550 პირს, ხოლო „სინოფარმით“ ვაქცინაცია სურს 1150 ადამიანს.
უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ჩატანილია „სინოფარმის“ 2017 დოზა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...