აჭარაში, კორონავირუსისგან კიდევ 4 ინფიცირებული განიკურნა

კლინიკა “მედალფას დირექტორის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსი, კიდევ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა.

გამოჯანმრთელებულებმა, ანთაძის განცხადებით, კლინიკა უკვე დატოვეს.
აჭარაში კიდევ ოთხი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკა „მედალფას“ მენეჯერმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.
ოთხივე მადგანი, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი პირია. ისინი მომავალ დღეებს, თვითიზოლაციაში გაატარებენ.
ოთხი გამოჯანმრთელებულის შემდეგ, ბათუმის კლინიკა “მედალფაში”, 30 კოვიდ დადებითი პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, აჭარაში, კორონავირუსი, უკვე დაამარცხა 24-მა პირმა.

კომენტარები
იტვირთება...