აჭარაში, კორონავირუსისგან 5 პირი განიკურნა, დღეს გამოკლვეულ 140 ადამიანს კი, Covid-19 არ დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამოკვლეული 140 პირიდან, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში Covid-19 -ით ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევაა. „აჭარაში, ჯამში ,39 კოვიდ დადებითი მკურნალობს. კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, დღეს კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში აჭარაში კორონავირუსი 13-მა ადამიანმა დაამარცხა,“-ნათქვამია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...