აჭარაში, კორონავირუსის გამო, 14 საჯარო სკოლა და 37 კლასი დისტანციური სწავლის რეჟიმზეა გადასული

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ამ დროისთვის დახურულია 10 საბავშვო ბაღი.

უწყების ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3596-მა პირმა ჩაიტარა, აქედან “ფაიზერით” 2244 ადამიანი აიცრა , “ასტრაზენეკათი” – 1352. უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი ადამიანი კი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...