აჭარაში, კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რეგიონში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი და გამოვლინდა ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა.

უწყების ოფიციალური ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი. დღემდე, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 37 038-ს შეადგენს.

სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღეის მდგომარეობით, აჭარაში, კლინიკაში მკურნალობს 332 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 254, ონლაინკლინიკაში კი 593.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...