აჭარაში, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირების პირველწყარო სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელსაც თავდაპირველად ვირუსი არ დაუდასტუდა. ნიჟარაძის ინფორმაციითვე, ოთხი ინფიცირებული გადაყვანილია თბილისში, მათგან 2 არასრულწლოვანია.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში covid19-ის 8 შემთხვევა დადასტურდა – 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად