აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ჩატარებული 4 000 ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რეგიონში, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში მოთავსებულია 480 პაციენტი. სამედიცინო დაწესებულებიდან ბინაზე გაეწერა 2 გამოჯანმრთელებული, ხოლო კოვიდ კარანტინში რჩება 660 ადამიანი.

ნონა ეფაძის ინფორმაციით, კოვიდ-კარანტინიდან გუშინ 82 პაციენტი გაეწერა.

„ახალი შემთხვევები მოსალოდნელი იყო, რადგან ყველა დადასტურებული შემთხვევის უკან დგას მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ახლო კონტაქტები. სწორედ ამ მიზნობრივი კონტაქტების შედეგად გამოვლინდა ახალი შემთხვევები“, – აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე ნონა ეფაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად