აჭარაში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რეგიონში გარდაიცვალა ერთი და გამოვლინდა კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 70 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულია 36 931 ინფიცირებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 38-მა პაციენტმა,
კრიტიკულია და მართვით სუნთქვიაზე იმყოფება
7 პაციენტი.
ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას გადის 353 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 224, ონლაინ კლინიკაში 558.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...