აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-მდე PCR ტესტი, აქედან გამოვლინდა 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

“დღეს არსებული მონაცემებით სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდ კარანტინებში მეთვალყურეობაზე იმყოფება 377 პაციენტი.
ახალ შემთხვევებთან ერთად გვაქვს პოზიტიური შედეგებიც, საკარანტინო სივრციდან გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი. სტაციონარი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. ამ რიცხვს დღეს სავარაუდოდ კიდევ 2 პაციენტი დაემატება”,-აცხადებენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში .
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად