აჭარაში, კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა, 406 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 406 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

კორონავირუსი დაუდასტურდა ორ პირს, ისინი, უწყების ინფორმაციით, კარანტინში იმყოფებოდნენ.
გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი, ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 17 პაციენტი.
ამ დროისთვის, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 48 495 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2 894 პირი. კარანტინი დატოვა 15 299-მა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად