დღეს დილით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი 4 პაციენტიდან, ერთს კორტონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ გააკეთა განცხადება.
მინისტრის თქმით, პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დილის საათებში შეყვანილ კიდევ 3 პაციენტს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.