აჭარაში კონკურსებსა და ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

დღეს ბათუმში 2017 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და მოსწავლეებს წარმატებები მიულოცა.
დაჯილდოებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მოადგილეებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის ხელმძღვანელთან ვლადიმერ მგალობლიშვილთან ერთად ესწრებოდა.

კონკურსებსა და საგნობრივი ოლიმპიადაში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან გამარჯვება 111-მა მოსწავლემ მოიპოვა.

საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გამარჯვებულ 24 მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში 81 წარმატებული მოსწავლე პლანშეტებითა და სიგელებით დააჯილდოვეს, ხოლო 5 წარმატებულ სკოლასა და 65 მასწავლებელს მადლობის სიგელები გადაეცათ.

აღნიშნული ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად