აჭარაში, კლინიკა “ბიემსში” covid-19-ით 34 წლის ქალი, ხოლო 2 ადამიანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა

გარდაცვლილი ქალის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 34 წლის ქალი კლინიკა „ბიემსიში“ შევიდა 8 აპრილს, კოვიდდადასტურებული.

„ანამნეზში აღენიშნებოდა – ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია. პაციენტს მკურნალობა უტარდებოდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი. მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 68 შემთხვევა გამოვლინდა, 85 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 38 180-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 413 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 332, ონლაინკლინიკაში კი 696.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...