აჭარაში, კარანტინში მყოფ პირს covid19 დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად, რეგიონში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა.

დილის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 902 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
ამასთან, აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა ერთმა პაციენტმა და კლინიკიდან გაეწერა. ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 7 პაციენტი.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 1 პირი, მისი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 31 440 პირს.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1974 პირი. კარანტინი დატოვა 11068-მა პირმა.

ცნობისთვის, დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1018
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 895
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 5497
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად