აჭარაში “ინდური შტამით” ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

აჭარაში ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. დელტა შტამი, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდასტურდა რამდენიმე ტურისტს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უცხოელ ვიზიტორებს ვირუსი სავალდებულო გეგმიური პისიარ კვლევის დროს გამოუვლინდათ.

„ინდურ შტამზე კვლევა ლაბორატორიული კუთხეთ ხდება. არის სხვადასხვა კრიტერიუმი შეფასებისა, რომელი ნიმუში უნდა იყოს გამოკვლეული. აჭარიდანაც გაგზავნილი იყო რამდენიმე ნიმუში და ერთეული შემთხვევები დადასტურდა. ესენი არიან უცხოეთის მოქალაქეები, რომელტაც აქვთ კვლევის ვალდებულება. ისინი იზოლირებულები იყვნენ“,-აცხადებს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე, ნონა ეფაძე.

აჭარაში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად ინფიცირებულთა რიცხვმა 161-ს მიაღწია. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო 12 დღით დაიკეტა ქობულეთში ერთ-ერთი კაფე. ინფიცირებულია რესტორნის 10 თანამშრომელი.

კომენტარები
იტვირთება...