A1 ბანერი

აჭარაში H1N1 ვირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი

აჭარაში H1N1 ვირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი. მე-5 შემთხვევა დღეს კლინიკა “მედ-ცენტრში” დაფიქსირდა. 60 წლამდე მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განცხადებით:

“მამაკაცს დამატებითი ქრონიკული დაავადებები არ აღმოაჩნდა, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა.”

ე.წ. “ღორის გრიპით” გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით ამბულატორიული მიმართვიანობის სტატისტიკა ამ დროისთვის შემცირებულია.რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს 20 პაციენტია მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...