აჭარაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი კოვიდ ინფიცირებული კი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 118 პაციენტი. აჭარაში, დღემდე გამოჯანმრთელებულია 38  597 პაციენტი.

ბოლო 24 საათში, კლინიკა დატოვა 36-მა პაციენტმა.

უწყების ცნობით, კრიტიკულია 8 პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისთვის, აჭარაში, კლინიკაში მკურნალობას გადის 451 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -351 , ონლაინ კლინიკაში – 742.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...