აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

 აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ორი ფაქტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა.

90 წლის ქალი, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კლინიკაში 12 ოქტომბერს შევიდა. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, ქრ. გასტრიტი, კონვერსიული შლილობა რესპუბლიკურ საავდმყოფოში გარდაცვლილი მეორე პაციენტი, 66 წლის ქალია, ის კლინიკაში 20 ოქტომბერს შეიყვანეს. ექიმებმა პაციენტს დაუსვეს დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, დიალეზდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი. 72 წლის გარდაცვლილი მესამე პაციენტიც ქალია, ის ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 14 ოქტომბერს კოვიდ 19-ის დიაგნოზით შეიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით პაციენტს აღენიშნებოდა გულისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად