აჭარაში გამოკვლეული 679 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 679 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

დღეის მონაცემებით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 29 627 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2236 პირი. კარანტინი დატოვა 10768-მა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად