აჭარაში გამოკვლეული 343 პირიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების ცნობით, შემთხვევა იმპორტირებულია და პირი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

„დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 343 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია, აქედან ერთი პაციენტის კვლევის პასუხი კორონავისრუსზე დადებითია. შემთხვევა იმპორტირებულია, საკარანტინო სივრციდან“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 22 644 პირს.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1587 პირი. კარანტინი დატოვა 9318-მა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად