აჭარაში დამატებით 20 ათას ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცემა

დღეიდან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. აჭარის მთავრობა 20 ათასს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახს სასურსათო პროდუქტებს გადასცემს.

დახმარების მეორე ეტაპზე გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიები.
„პირველ ეტაპზე მოვახდინეთ 10000 ზე მეტი ოჯახის დახმარება, როგორც სურსათით ისე მედიკამენტებით. მეორე ეტაპი, ითვალისწინებს 20 ათასი ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემას, რომელიც მოგვცემს საშუალებას ეს პერიოდი გავიაროთ ისე რომ არცერთ ოჯახს და განსაკუთრებით მათ პატარებს არ გაუჭირდეთ. ბუნებრივია ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება, რომელსაც მთავრობა, ხელისუფლება განახორციელებს. გავაგრძელებთ მოსახლეობის და თითოეული ოჯახის გვერდით დგომას“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

დახმარებას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები. სასურსათო კალათას აგრეთვე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები – სამი და მეტი შვილით და ამავე სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანები.
აჭარის მთავრობა პირველ ეტაპზე 7000 ოჯახს გადასცა სასურსათო პროდუქტები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია.
დარიგების პროცესში ჩართულები არიან ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, მოხალისეები. სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობას იღებენ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, დეპუტატები, საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად