აჭარაში, Covid-19-ზე 39 ტესტის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 39 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 14 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
უწყების ცნობით, ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 9384 პირს.
ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 2 ინფიცირებული პაციენტი. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
რეგიონში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა დადასტურდა 14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა 71 ადამიანს.
აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1 142 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 6 126-მა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად