აჭარაში, Covid-19-ზე დიაგნოსტირებულ 250 მედიკოსიდან ვირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, გასული დღე-რამის განმავლობაში, რეგიონში 250 მედიკოსი, Covid-19-ზე გაიტესტა, გამომდინარე იქედან, რომ ისინი რისკ-ჯგუფში შედიან.

მინისტრის მოადგილის თქმით, დიაგნოსტირებულტა შორის არიან, როგორც კლიკიკებსა და ცხელების ცენტრებში დასაქმებული მედიკოსები, ისე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
„ჩვენ დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის ტესტირება. ლუგარის ლაბორატორიაში სევიდა 250 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში. ყველა ანალიზის პასუხი იყო უარყოფითი. ძირითადად იყვნენ მედიკოსები და სხვადასხვა რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები. პროცესი კვლავ გრძელდება. ყოველდღიურად მოხდება, ყველა სამედიცინო დაწესებულების პერსონალის ნიმუშების აღება და შესაბამისი შედეგის მიღება“,-აცხადებს ნიჟარაძე.

კომენტარები
იტვირთება...