აჭარაში, Covid-19-ზე ჩატარებული 591 კვლევის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 591 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

დილის მონაცემებით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 47 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ჯამში, ამ დრომდე აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 25 363 პირს.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2 147 პირი. ხოლო საკარანტინე სივრცეები დატოვა 9 805-მა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად