აჭარაში, Covid-19-ზე ჩატარებული 237 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 237 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

უწყების ცნობით, ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 32 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 15 985 პირს.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.
აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 880 პირი. კარანტინი დატოვა 8016-მა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად