აჭარაში covid-19-ზე 281 ლაბორატორიული კვლევის პასუხი უარყოფითია

ბათუმის ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 280 პირი გამოიკვლიეს, როგორც რეგიონის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

აჭარაში, 30 აპრილის შემდეგ, უკვე მე-16 დღეა ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება. 14 მარტის შემდეგ აჭარაში კორონავირუსი 71 პირს დაუდასტურდა, მათგან უმრავლესობა ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ დაიხურა.

კომენტარები
იტვირთება...