აჭარაში Covid-19-ზე 272 ტესტის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 272 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

უწყების ინფორმაციით, ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი 9656 პირს ჩაუტარდა.30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა დადასტურდა 14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა 71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1 136 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 6 136-მა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად