აჭარაში, Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკა „მედალფას“ დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში, კვლავ 37 პაციენტი რჩება.

პაციენტებიდან კვლავ კრიტიკულია ასაკოვანი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება. კლინიკის დირექტორის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, პაციენტის გამოჯანმრთელებაში, პროგრესი შეიმჩნევა.
ინგა ხოზრევანიძის თქმით, საკონტროლო ტესტირების შემდეგაც, კორონავირუსი აღარ უფიქსირდება კლინიკაში მყოფ 5 პაციენტს, თუმცა მისივე თქმით, ისინი სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში, დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.

კომენტარები
იტვირთება...