აჭარაში Covid-19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, სამი კი, თურქეთიდან დაბრუნებული საქართველის მოქალაქეა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ოთხივე მათგანი საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.
“ოთხიდან ერთი პირი დაკავშირებულია „ქობულეთის კლასტერთან, ოღონდაც ის 8 აპრილიდან იმყოფება საკარანტინე სივრცეში და გუშინ დაეწყო ჩივილები. დანარჩენი სამი პირი, ასევე იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. ოთხივე არის ზრდასრული და ოთხივეს მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. ოთხივე ადამიანი გადაყვანილია კლინიკა „მედალფაში“,-აცხადებს ნინო ნიჟარაძე.
მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 100 პირის ანალიზი იყო გამოკვლეული. ქობულეთის კლასტერიდან, დღესი მონაცემებით გამოვლენილია 33 ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...