აჭარაში Covid-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, გამოკვლეულ იქნა 70 პირის ბიოლოგიური მასალა, აქედან ტესტის პასუხები ყველა შემთხვევაში უარყოფითი იყო.
„დღეს დილის ინფორმაციით, მონაცემები გვაქვს უცვლელი. კლინიკაში რჩება სულ 30 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ერთი არის სხვა რეგიონი. ოცდაათიდან ორის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე და შედარებიტ საყურადღებო. დანარჩენები არიან მსუბუქი და საშუალო მდგომარეობის პაციენტები“,-განაცხადა ნიჟარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...