აჭარაში, ბოლო 24 სთ-ში კორონავირუსით ინფიცირების 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული იქნა 4000-მდე PCR ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 166 ახალი შემთხვევა.
უწყების ცნობით, სტაციონარში მკურნალობს 484 პაციენტი, მათ შორის 40 არასრულწლოვანი და 14 ორსულია.

უწყების ცნობით, სტაციონარში მკურნალობს 484 პაციენტი, მათ შორის 40 არასრულწლოვანი და 14 ორსულია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია -17 პაციენტი, კოვიდ კარანტინში კი, მეთვალყურეობაზე იმყოფება 902 პაციენტი, მათ შორისაა 72 არასრულწლოვანი.
სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 10 პაციენტი, კოვიდ სასტუმროდან ბინაზე გაეწერა – 10 პირი. ბინაზე მკურნალობს 350-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია – 328 პირს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი. კოვიდის დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 6 საკარნტინო სივრცე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად