აჭარაში ბოლო 24 საათში გამოუკვლეული 200 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში 200 პირის ტესტი შევიდა, მათგან Covid-19 არც ერთს არ დაფიქსირებია.
„შესაბამისად, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევები არ დაგვმატებია. რეგიონში გვყავს, 15 გამოჯანმრთელებული პაციენტი და მომავალშიც ველოდებით ამ რიცხვის გაზრდას, რადგან გვყავს პირები, რომლებსაც პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ, 24 საათში კი საკონტროლო კვლევა“-აცხადებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე.
ამ დროისთვის, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“, 37 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ერთის გარდა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და მსუბუქი მიმდინარეობისაა.

კომენტარები
იტვირთება...