ბათუმში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამის პრეზენტაცია აჭარიდან დაიწყო.

კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ, კოდექსის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამები ქობულეთის, ბათუმის და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას წარუდგინა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოქალაქეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ოჯახის გაძლიერების, განათლების, ჯანდაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამების მიმართ.

„ჩვენი საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს არა მარტო მოქალაქეების ინფორმირებას კოდექსის შესახებ, არამედ მათ ჩართულობას პროგრამების შერჩევაში, რადგან ადგილობრივებზე უკეთ არავინ იცის რა საჭიროებები აქვთ მათ მუნიციპალიტეტებში. ჩვენ, ეს კამპანია აჭარიდან დავიწყეთ და მთელს საქართველოს მოვივლით. თითოეულ რეგიონს ვკითხავთ, რომელი პროგრამებია მათთვის უპირატესი“. -განაცხადა სოფო კილაძემ პრეზენტაციაზე.

შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეებმა სპეციალური კითხვარი შეავსეს, სადაც 10 მთავარი პროგრამიდან, რამდენიმე მათთვის სასურველი სერვისი შეარჩიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად