აჭარაში, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია, ყველაზე დაბალი კი ბათუმში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, ამომრჩევლთა აქტივობის შესახებ 12 საათის მონაცემებს აქვეყნებს.

უსკოს ინფორმაციით, N 28 ბათუმის ოლქში არჩევნებში 12 საათისთვის, საკუთარი არჩევანი 10 ათას 504-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა 7,14 %-ს შეადგენს. N 30 ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს ოლქში კი, არჩევანი გააკეთა 10 ათას 430-მა ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩეველთა 10, 78 %-ა.
საერთო ჯამში, აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 8,58 %-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში- 13, 17% , ხოლო ყველაზე მცირე – ბათუმი -7,14%.
ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონაცემს 12 საათისთვის,
2020 წლის პირველი ტური: 12 სთ – 17,76 %. (სამი ოლქისათვის) 2016 პირველი ტურისათვის (12 საათზე) – 19, 35% (59 726), 2016 წლის მეორე ტურისათვის (12 საათზე) – 20,47% (63 855).
მომრჩეველთა საერთო რაოდენობა საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს მეორე ტურისათვის აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჯამში შეადგენს – 243 892 ამომრჩეველს.
აჭარაში, 28-ე ბათუმისა და 30 -ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, საპარლამენტოსთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც ტარდება.ცსაარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელს – აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად