აჭარაში, ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმში, ხოლო მაღალი – ქედაში დაფიქსირდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში, ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, ხმის მისაცემად უბნებზე, მხოლოდ 35 ათას 852 ამომრჩეველი მივიდა, რაც რეგისტრირებულ ამომრცეველთა 24,35 % შეადგენს.

ბათუმისგან განსხვავებით, აქტიური იყო ამომრჩეველი ქედაში, სადაც ხმის მისაცემად უბნებზე ამომრჩეველთა 52, 08 % მივიდა.

„20:00 საათზე დასრულდა კენჭისყრის პროცედურა და დაიხურა 300-ვე საარჩევნო უბანი აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში. საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩევლთა აქტივობის შესახებ 20 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონში ორი მაჟორიტარული ოლქისათვის: N 28 ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მონაწილობა მიიღო 35 852 ამომრჩეველმა, რაც 24,35 % შეადგენს. N 30 მაჟორიტარულ ოლქში მონაწილობა მიიღო 37 981 ამომრჩეველმა, რაც 39,28 % -ს შეადგენს. ჯამში: 73 833 ამომრჩეველი, 30,27% ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში- 52,08 %; ხოლო ყველაზე მცირე – ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში – 24%. 21 ნოემბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 73 833 – მა ამომრჩეველმა, რაც ორი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 243 892 -ის 30,27% წარმოადგენს“, – აცხადებენ უსკოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად