აჭარაში, ადიდებულ მდინარეში ჩავარდნილი შველი შსს-მ დახრჩობას გადაარჩინა (ვიდეო)

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ პირველი მაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის პირას, ადიდებულ მდინარეში შველი შენიშნეს, რომელიც წყლიდან ვეღარ გამოდიოდა და დახმარება ესაჭიროებოდა.

პოლიციელებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ცხოველი მდინარიდან ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. სამართალდამცველებმა შველი ადგილობრივ ვეტერინართან მიიყვანეს.

საბედნიეროდ, სტიქიასთან ბრძოლის დროს ცხოველი არ დაშავებულა.

შველი, ამ დროისთვის თავის პირვანდელ ადგილსამყოფელს დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...