აჭარაში 51 წლის კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტირებულ 17 პირს ეპიდემიოლოგები იკვლევენ

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლთან კონტაქტირებული პირია. ინფიცირებული 51 წლის მამაკაცი გადაყვანილია კოვიდკლინიკაში, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აქვს, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, არიან ინფიცირებულთან კონტაქტირებული სხვა პირებიც, სულ 17 ადამიანი, მათ შორის ინფიცირებულის ოჯახის წევრები, რომლებიც საკარანტინე სივრცეებში განათავსეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, მათი ტესტების პასუხები, საღამოს გახდება ცნობილი.
„გამოვლენილია კონტაქტირებული პირები და გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში. მათ შორის ახლო და შესაძლო რისკის მქონე პირებიც კი. მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით მოხდა გამოვლენა.
სატვირთო ავტომობილის მძღოლებზე მუშაობს რეგულაციაა. ყველა მძღოლს უტარდება საზღვარზე ტესტირება, თუ დადებითია გადაჰყავთ კლინიკაში. თუ ისინი არ ტოვებენ ქვეყანას 72 საათის განმავლობაში აქვთ ვალდებულება მიაკითხონ კლინიკას და იტარებენ სავალდებულო სწრაფ ტესტირებას. სავარაუდოდ ამ პერიოდში ჰქონდა შეხება. ეს იყო ახლობელი, რომელთანაც ჰქონდა კონტაქტი“, – აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.
მასთან ერთად, კორონავირუსზე მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 16 ინფიცირებული გადის, მათგან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია, დანარჩენი კი იმპორტირებული შემთხვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად