აჭარაში, 30 პირი კარანტინში, 50-მდე კი, თვითიზოლაციაში იმყოფება

დღეს არსებული მდგომარეობით აჭარაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 30 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 50-მდე მოქალაქე.

კორონავირუსის, COVID-19-ის პრევენციის, მზადყოფნისა და კოორდინირებული მუშაობისათვის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალის ტრენინგი დაიწყო. ექიმებს პირადი დაცვის აღჭურვილობის მოხმარების პროცედურებთან და ვირუსის შესახებ დამატები ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი აწვდიან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად