აჭარაში, 23 წლის პირის სახლის ჩხრეკისას 161 აბი “სუბოქსინი” ამოიღეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 161 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. გარდა ამისა, პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული 8 აბი ნარკოტიკი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად