აჭარაში, 20 სპეციალური უბანი მოქმედებს

აჭარაში, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილია და ღებულობს ამომრჩევლებს 300 საარჩევნო უბანი აჭარის ორი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 1 უბანი პენიტენციურ დაწესებულებაში და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 20 სპეციალური უბანი, რომელიც ამომრჩევლებს 29 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

აჭარაში, არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 1454 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს.

უსკოს ინფორმაციით, აღნიშნულ სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო გადასატანი ყუთების საშუალებით.
„ამ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფების მიერ“, – განაცხადა, უსკოს პრეს-სპიკერმა, ნესტან ნაკაშიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად