აჭარაში, 130 გამოკვლეული პირიდან Covid-19 ერთ პირს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში, 130 პირის ბიოლოგიური მასალა იქნა გატესტილი, აქედან კოვიდ დადებითი ერთი პირი აღმოჩნდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 60 წლამდე პირი, საქართველოში სარფის საბაჟოდან შემოვიდა. ის ამ დრომდე, საკარანტინე სივრცეში იყო განთავსებული.
„დადასტურებული შემთხვევა არის საკარანტინო სივრციდან, რომელიც თურქეთიდან გადმოვიდა და პირდაპირ საზღვრიდან იქნა საკარანტინე სივრცეში განთავსებული. გუშინ, აღნიშნული პირი გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში და მას დაუდასტურდა კორონავირუსი“,-აცხადებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მსუბუქი მიმდინარეობისაა.

კომენტარები
იტვირთება...