აჭარა ჯგუფი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმრო Holiday Inn Tbilisi სახელმწიფოსთვის დაგვეთმო

აჭარა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მმართველობაში არსებულ ყველაზე მასშტაბურ და მრავალ ოთახიან სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ს სახელმწიფოს უთმობენ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მმართველობაში არსებული ყველაზე მასშტაბური და მრავალ ოთახიანი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi სახელმწიფოსთვის დაგვეთმო. სასტუმრო უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს, რომელთაც სავალდებულო ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის გავლა უწევთ. გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომელმაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. მივყვებით ყველა რეკომენდაციას და ვიცავთ უსაფრთხოების მკაცრ ნორმებს, რათა მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ თვითიზოლაციაში მყოფი სტუმრებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად