აჭარა ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ჰელსინკში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. ჩრდილოეთ ევროპის უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე “MATKA 2020” დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

გამოფენა, რომელსაც საშუალოდ 64,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე შეხვედრებს მართავს ფინეთის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის, წამყვანი მედიასაშუალებებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტების ფინურ ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობები განიხილება.

წელს, “MATKA 2020”-ზე საქართველო წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად დასახელდა. გამოფენა 17 იანვარს გაიხსნა და 19 იანვარს დასრულდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას წელს, 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განახორციელებს. მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბალტიისპირეთისა და მეზობელ ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად