საქართველოში „ასტრაზენეკის“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება, – ამის შესახებ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი“, – განსცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, შემდეგი გაფართოვება ასტრაზენეკას ჯგუფისთვის აღარ მოხდება.