Aston Martin-ის მოგების მაჩვენებელი 51%-ით დაეცა

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ Aston Martin-მა, რეგულირებადი ოპერაციული მოგების მაჩვენებლის დაცემის შესახებ განაცხადა.

Aston Martin-ის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის III კვარტალში, მწარმოებლის მოგების მაჩვენებელი 51%-ით დაეცა.

Aston Martin-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ენდი პალმერი იმედოვნებს, რომ კომპანიის მოგების მაჩვენებელი კვლავ აიწევს მას მერე, რაც გაყიდვაში ჩაეშვება მისი პირველი ჯიპი – DBX. ავტომობილის წარმოების დაწყება 2020 წლის II კვარტალში იგეგმება. პალმერის თქმით, კომპანია აპირებს, რომ 2023 წლისთვის, წარმოების საერთო მოცულობა წელიწადში 14 000 ავტომობილამდე მიიყვანოს.

კომპანია Aston Martin-ი 1913 წელს დაარსდა. 1994-დან 2007 წლამდე იგი Ford Motor-ის საკუთრება იყო. ამ ეტაპზე კი მისი მფლობელი ინვესტორების კონსორციუმია, აგრეთვე ქუვეითის საინვესტიციო ფონდი და იტალიური InvestIndustrial-ი. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, კომპანიის რეგულირებადი ოპერაციული შემოსავალი 14,8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 51%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად