Associated Press-ს ქალი პირველად უხელმძღვანელებს

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და უძველეს ამერიკულ საინფორმაციო სააგენტოს Associated Press-ს (AP) ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

Associated Press-ის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი (CEO) დეიზი ვერასინგემი გახდა.

შრილანკური წარმოშობის ბრიტანელი 51 წლის დეიზი ვერასინგემი არის პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი შეერთებულ შტატებს გარეთ დაბადებული ადამიანი, რომელი Associated Press-ს უხელმძღვანელებს.

დეიზი ვერასინგემი იქნება 175-წლიანი საინფორმაციო სააგენტოს მე-14 ხელმძღვანელი. დეიზი 17 წლის განმავლობაში მუშაობდა AP-ში.

საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი 1846 წელს ნიუ-იორკში დაარსდა.

კომენტარები
იტვირთება...