Associated Press: 629 პაკისტანელი გოგო ჩინეთში გაყიდეს და იძულებით დააქორწინეს

პაკისტანში 629 გოგოს ვინაობა დაადგინეს, რომლებიც 2018 წლიდან 2019 წლის აპრილამდე ჩინეთში ჩინელ მამაკაცებზე დაქორწინების მიზნით გაყიდეს,-ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პაკისტანის სასაზღვრო კონტროლის მონაცემთა ბაზაში პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრები, ჩინელი ქმრების სახელები და ქორწინების თარიღია დაცული. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყება აღნიშნული ჩამონათვალის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

“ჩინეთის და პაკისტანის მთავრობა ნებაყოფლობით, კანონებისა და რეგლამენტის შესაბამისად, ბედნიერი ოჯახების შექმნას მხარს უჭერს. ამავე დროს, აბსოლუტურ შეუწყნარებლობას ამჟღავნებს და მკაცრად ებრძვის მათ, ვინც საზღვრებს მიღმა, იძულებით ქორწინებაში მონაწილეობს”,-აცხადებენ სამინისტროში.

მაისში, რამდენიმე ათეული ჩინელი და პაკისტანელი უძულებითი ქორწინების საქმეზე დააპატიმრეს. როგორც სააგენტო წერს, თავდაპირველად, პატარძლების ვაჭრობის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობდა, მაგრამ პაკისტანის ოფიციალური პირების მხრიდან ზეწოლის შედეგად, საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ოქტომბერში, პენჯაბის პროვინციაში, საქალაქო სასამართლომ გაამართლა 31 ადამიანი, რომლებიც ადამიანთა ვაჭრობაში იყვნენ ბრალდებულნი. გამოძიებასთან დაახლოებული წყაროები პაკისტანის მთავრობის მხრიდან სერიოზულ ზეწოლაზე საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ეკონომიკური მიზეზების გამო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად