ასპირანტის მკვლელი პროფესორი ნაპოლეონის კოსტიუმის ჩაცმას და თვითმკვლელობას გეგმავდა

ყოფილი სტუდენტის მკვლელი პროფესორი მკვლელობის დეტალებს იხსენებს.

სანქტ-პეტერბურგის სახელმწწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, 63 წლის ოლეგ სოკოლოვი თავისი ასპირანტი, 24 წლის ანასტასია ერეშენკოს მკვლელობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ დეტალს იხსენებს.

მისი თქმით, მან ანასტასია 7 ნოემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა მცირეკალიბრიანი გადაჭრილი იარაღიდან გასროლით და მისი გვამი სახლში ისე გადამალა, რომ მეორე დღეს მასთან მყოფმა სტუმრებმა ვერაფერი შენიშნეს. სტუმრების წასვლის შემდეგ პროფესორმა ხერხი იყიდა და სხეულის დანაწევრებას შეუდგა. დანაწევრების პროცესში გრძნობა რომ არ დაეკარგა, იგი ბევრს სვამდა და სწორედ ეს გახდა პაკეტის ჩაძირვის მცდელობისას თავი ვერ შემაგრების, მდინარეში ჩავარდნის და პოლიციელების ყურადღების მიპყრობის მიზეზი.

პროფესორის მტკიცებით, მისი მოწაფის სხეულის ნაწილების მოშორების შემდეგ იგი თვითმკვლელობას გეგმავდა. მისი თქმით ეს პეტროპავლოვსკის ციხეში, ტურისტების თვალწინ უნდა მომხდარიყო. იგი კვლევის ობიექტის, ნაპოლეონის კოსტუმში ჩაცმული უნდა ყოფილიყო ჩაცმული, თან გამოსამშვიდობებელი წერილი უნდა ჰქონოდა, სახლში კი ანდერძი დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ ქალაქის ადმირალტეის რაიონში, მდინარე მოიკას (მდინარე ნევის შენაკადი) სანაპიროზე დაააკავა მამაკაცი, რომელიც ძალზე არაადეკვატურად იქცეოდა. ერთიანად გათოშილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ის სანქ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საფრანგეთის საპატიო ორდენის მფლობელი, ისტორიკოსი ოლეგ სოკოლოვი იყო. მის სახლში ქალის უთავო და უხელებო გვამი ნახეს, ზურგჩანთაში კი მოჭრილ ხელებთან ერთად, ტრავმატული პისტოლეტი. მოკლული მისი ყოფილი სტუდენტი, წარმოშობით კრასნოდარელი ანასტასია ერეშენკო აღმოჩნდა. ის 2016 წელს სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ სანქტ-პეტერბურგში დარჩა, რეპეტიტორობდა, ასპირანტი გახდა და პროფესორის ხელმძღვანელობით მუშაობდა ნაპოლეონის თემატიკაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად